Sunday, April 21, 2013



პროექტის სახელწოდებააზაფხული ჩემს სოფელში
პროექტის სრული აღწერა  მოსწავლეები აღწერენ გაზაფხულის დადგომას თავის სოფელში, არწერენ თუ როგორ იცვლება ბუნება, როგორ ყვავის ხეხილი, იფოთქება ტყემალი,შინდი და სხვა მცენარეები.საუბრობენ რა ბუნებრივი მოვლენები მოყვება გაზაფხულის დადგომას. მიიღებენ მონაწილეობას: ბოსტნეულის დათესვაში და ფოტოებზე აღბეჭდავენ ამას. ბავშვები გადაუღებენ სურათებს ერთმანეთს თუ როგორ მიშაობენ ბაღში. ლობიოს, კარტოფილის, ხახვის, ნივრის დათესვაში. ბავშვები ემზადებიან ზაფხულის შესახვედრად. ისინი აიღებენ ინტერვიუსსოფლის მოხუცებისგან, თუ როგორი იყო წარსულში მათი სოფელი და როგორია ახლა. გაზაფხულთან დაკავშირებული რა ძველი ტრადიციები, ლექსები და სიმღერები შემორჩა მათ მეხსიერებას.
 მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო ინფორმაციას, საქართველოს სხვადასხვა კუთხის, კლიმატის, ბუნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. ამ მასალებით შეადგენენ ალბომს და მოაწყობენ გამოფენას.
 მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
 ვადა, ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობები (მოგროვილი მასალის ბლოგზე განთავსება)
სარგებელი სხვებისთვის: ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა კუთხის ბუნებას, კლიმატს, ტრადიციებს. ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობა.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები:აწ III, IV, V კლასები
მასწავლებელი: ნათია ცერცვაძე
მიხეილ ცერცვაძის სახელობის ზეღდულეთის საჯარო სკოლა